19 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
როდის გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა - ეპისკოპოსები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას ელოდებიან

პანდემიის ფონზე, როდის გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა?! - ამ კითხვაზე პასუხი მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს ჯერ არ აქვთ. ეპისკოპოსები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

საეკლესიო კანონით, სხდომა, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს უნდა გაიმართოს.

"კურიერის" ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი თემა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველის არჩევა იქნება. საკითხი დღის წესრიგში მას შედეგ დადგა, რაც მეუფე ლაზარე covid-19-მა იმსხვერპლა.

უცნობია იქნება თუ არა დღის წესრიგში ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის საკითხი.

"თუ დაინიშნება არაფერი არ შეუშლის ხელს. დღის წესრიგი გამოცხადდება სინოდის სხდომამდე. 

მეუფეს სამწუხაროდ მეოთხე სტადია ჰქონდა სიმსივნის, კოვიდიც დაემატა სამწუხაროდ ამ სიტუაციას," - განაცხადა მიტროპოლიმა, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველმა მეუფე იოანემ.

"სინოდის სხდომის ჩატარება არასოდეს არ იგეგმება, ამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს კათოლიკოს-პატრიარქი და ჩვენ ამის შესახებ ვგებულობთ

კორონავირუსი ბევრმა წევრმა გადაიტანა სინოდის და მათ შორის ასაკოვანმა წევრებმაც გადაიტანეს, მათ შორის რისკის ქვეშ მყოფებმაც. ერთი წევრი სამწუხაროდ გარდაგვეცვალა," - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა. 

დღის ამბები