მკვლელობა თეთრიწყაროში - სავარაუდოდ ქმარმა ცოლი მოკლა
13-12-2020 15:40
თეთრიწყაროში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა. ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.