19 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა - დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 35-წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განცხადებით, დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, ის ჯერჯერობით უცნობია. როგორც მეზობლები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, გასროლის ხმა მეზობლად მცხოვრებმა არასრულწლოვნებმა გაიგეს, რომლებიც სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.

ცნობისთვის, ნაძალადევის რაიონში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველებმა 4 გასროლის ხმა გაიგეს. ინციდენტი ლომთათიძის ქუჩაზე მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

დღის ამბები