19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი "კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობაის" წარმომადგენლებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

პანდემიით დაზარალებული სხვა და სხვა პროფესიის ადამიანები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. ამჯერად მთავრობას მიმართავენ "საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა" და ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები.

ასოციაციამ 2021 წლის გაზაფხულზე სექტორის ეტაპობრივი ამუშავების უზრუნველსაყოფად შეიმუშავა აღდგენის 4 საფეხურიანი გეგმა.

"კრიზისის პირისპირ მარტოები ვართ დატოვებულები. ის რაც სახელმწიფოს უნდა განეხორციელებინა ყველა სფეროსთვის ანტიკრიზისული გეგმა. ჩვენი ძალებით დავსხედით, მოვიკვლიეთ ექსპერტებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, დავითვალეთ და ვითხოვთ იმაზე ცოტას, რამდენიც შეიძლება ორ სივრცეს შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში," - განაცხადა კლუბ ბასიანის დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა. 

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ თუ შეხვედრა დაიგეგმა ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის წარმომადგენლებთან, ის მათ პოზიციებს მოისმენს.

"მე ჯერჯერობით მათთან არ მქონია კომუნიკაცია, თუმცა თუ სურვილს გამოთქვამენ განათლების და კულტურის სამინისტროსთან ერთად აუცილებლად შევხვდებით და მოვისმენთ მათ პრობლემებს. ვნახავთ თუ რისი გაკეთება შეიძლება. რა შეიძლება იყოს მიზანშეწონილი, იქიდან გამომდინარე, რომ რესურსი მანდ შეზღუდულია, მართლაც ყველა ინდუსტრიას უჭირს. აქედან გამომდინარე ყველა მტკივნეული და პრიორიტეტული საკითხები უნდა გამოიკვეთოს, რაზეც ჩვენ ვახდენთ ხოლმე რეაგიერებას," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

 

დღის ამბები