კომპანია "გუგლის" სერვისები გაითიშა. არ მუშაობს ვიდეოპორტალი Youtube, Google Drive და ელექტრონული ფოსტა Gmail. საძიებო სისტემა ფუნქციონირებს.
Google-ის ვებ-საიტებს და ვიდეოჰისტინგ YouTube-ს ყოველთვიურად 2 მილიარდზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
შეფერხების მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. გამოცემის ცნობით, Facebook-გან განსხვავებით Google-ს მსგავსი ტიპის ხარვეზები იშვიათად ახასიათებს.