19 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
გიორგი საბედაშვილის თქმით, ცალსახად არსებობს შანსი ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა გათავისუფლდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის გიორგი საბედაშვილის თქმით,  10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლებაა უკანონო პატიმრობიდან. გარდა ამისა, საბედაშვილი ამბობს, რომ 51-ე რაუნდის ფარგლებში, ზაზა გახელაძის გარდა, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებაც იყო აქტიური საუბარი. 

"მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი გაიმართა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მთავარი მოთხოვნაც ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების მსგავსად, არის მისი უპირობო გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ რაუნდის ფარგლებში, ზაზა გახელაძის გარდა, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებაც იყო აქტიური საუბარი და თანათავმჯდომარეების პარალელურად, საკითხი ძალიან მწვავედ დაისვა, უშუალოდ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიმართ. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ასევე ინდა ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ჟენევის საერთაშორისი დისკუსიები არის უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების მათ შორის, ბორდერიზაციის და ზოგადად უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ განხილვის ყველაზე კარგი შესაძლებლობაა და ყველაზე მარალი ტრიბუნაა.

სწორედ ამ ტრიბუნის გამოყენებით, ამ შეხვედრაზე ძალიან მწვავედ განვიხილეთ ეს საკითხი, როგორც უსაფრთხოების მიმოხილვის ნაწილში, ისე ზოგადად მთლიანად შეხვედრის განმავლობაში და ყველა შესაძლებლობა რომელსაც ჟენევის ფორმატი იძლევა, როგორც მისი ოფიციალური ნაწილი, ისე სხვა ნაწილები, რომელზეც ესე ღიად ვერ ვისაუბრებ, ამ საკითხს დაეთმო.

სამწუხაროა, რომ ჩვენი კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან შემდგება ხდება ხოლმე საჯარო. ერთია, ჩვენ ოჯახის წევრებთან რა ინფორმაცია ვაზიარებთ მოლაპარაკებების შესახებ და მეორეა, რას ვამბობთ მედიაში. ეს ორი ერთმანეთისგან შესაძლოა, რადიკალურად არ განსხვავდებოდეს, მაგრამ იყოს დეტალები, რომელიც უნდა იცოდეს, ხოლო საჯაროდ განხილვის შემთხევაში, დააზიანებს უკანონოდ დაკავებულის საუკეთესო ინტერესებს.

ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში შედგა ამ თემაზე საუბარი, ეს იყო მთავარი თემა, რა თქმა უნდა, როდესაც არსებობს მანევრირების სივრცე და მოლაპარაკებების შესაძლებლობა, ეს ყველაფერი ითვლება წარმატებად. 

ერთი, რაც შემიძლია ცალსახად დაგიდასტუროთ, არის ის, რომ როგორც გახელაძის, ისე ირაკლი ბებუას მსგავსი უკანონო დაკავების ქეისები და მასზე უფრო მძიმე შემთხვევებიც გვქონია და ყველა უკანონო დაკავებული გათავისუფლდა,“ - ამბობს გიორგი საბედაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ამბობს, ცხელი ხაზისა და წითელი ჯვრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაკავებულების, ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"როგორც წითელი ჯვარის დახმარებით ოჯახი, ისე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ცხელი ხაზის გამოყენებით იღებს ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ უკანონოდ დაკავების შემდეგ, ყოველ დღე ცხელი ხაზით ვეკონტაქტებით საოკუპაციო რეჟიმს ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია,“ - ამბობს გიორგი საბედაშვილი.

გიორგი საბედაშვილი ირაკლი ბებუას შესახებ, რომელსაც ე.წ. სასამართლოსგან 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ამბობს, რომ ცალსახად არსებობს იმის შანსი, რომ ის გათავისუფლდეს ოკუპანტების ტყვეობიდან.

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ითხოვს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღდგენას. ამ მოთხოვნაში ჩვენ ვართ თანმიმდევრული და კონსტრუქციული და ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. ველოდებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, რომ მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილება,“ - ამბობს გიორგი საბედაშვილი.

 

 

 

 

 

დღის ამბები