19 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
გელათის საქმე - "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ტაძრის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს

ფრესკების დაზიანებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გელათის ტაძარი გამოძიების შესწავლის საგანია. ისტორიული ძეგლის სახურავზე შესრულებული სამუშაოების სიზუსტეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადგენს. გამოძიების დასრულებამდე ცნობილია, რომ რეაბილიტაციიდან სამ თვეში კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. ამის მიზეზად შემსრულებელი კომპანიის გადაწყვეტილება სახელდება, რომელმაც პროექტში ცვლილებები შეუთანხმებლად შეიტანა.

სამუშაოების ავტორის პოზიცია ისევ უცვლელია. "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" შეცდომას არ აღიარებს და ამბობენ, რომ გვერდითი მოვლენები რეაბილიტაციის თანმდევი პროცესია. კომპანია მზად არის თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს და დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია მოახდინოს.

გელათის ტაძარში შესრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაუკვეთა. მათ შემთხვევაში, სამუშაოების დაგეგმვის პროცესში მთავარი სახელმძღვანელო შესრულების გამოცდილება იყო. ფონდს ასევე ჰქონდა გარანტია, რომ რეაბილიტაციისთვის ხარისხიანი მასალა შეირჩა.

დღის ამბები