"რუსთავი 2"-ზე უკვე საახალწლო სამზადისია. გადაცემა "პროფილი" 27-ე სეზონის დახურვისთვის და 2021 წლისთვის განსაკუთრებულად ემზადება. მაია ასათიანის გუნდი, მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელ დავით დოიაშვილთან ერთად, ახალი წლის ღამეს მაყურებელს საახალწლო მიუზიკლს შესთავაზებს.
ასევე განსაკუთრებული მზადებაა საშობაოდ "ბასტი - ბუბუს" სტუდიაში. "პროფილმა" მსახიობებსა და მომღერლებზეც იზრუნა და საშუალება მისცა დროებით შეჩერებულ და მონატრებულ პროფესიას დაბრუნებოდნენ.
"რუსთავი 2"-ის რჩეული გადაცემა შობა-ახალ წელს მაყურებელთან შესახვედრად და 2020 წლის გასაცილებლად განსაკუთრებულად ემზადება.
ავტორი: ნინი კუპრაძე