თელავში სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის გამოხატვას განაგრძობენ. დემონსტრანტები დღეს დილიდან კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან აქციის მოსაწყობად მსვლელობით გაემართებიან. მათ დედაქალაქიდან ჩასული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდება.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ, პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვის დაშალა და პროტესტის შეწყვეტა მოსთხოვა, სწორედ ამ ინციდენტის გამო აწყობენ სამოქალაქო აქტივისტები თელავის ცენტრში დღეს დაგეგმილ დემონსტრაციას.