პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა აცხადებს, რომ დღეს გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რაზეც, "ქართული ოცნება" დიდი ხანია საუბრობს.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე დიდ ანტიდასავლურ პარტიად ყალიბდება.
"დღევანდელი განცხადებით გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, ის რომ არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ არამედ ყალიბდებიან ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად, რომელიც ვერ ეგუება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს. ბოლო პერიოდში ძალიან კარგად მოხდა მათი ლუსტრაცია, რომ წარმოადგენენ ძალიან დიდ ანტიდასავლურ ძალას.
"ნაციონალური მოძრაობას" ძალიან დიდი ხანია ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა არჩევნების შედეგად.