19 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ზოგიერთი ცრუპენტელასგან განსხვავებით, მჯიღს რომ ირტყამდა "შენი მანდატი არ მჭირდება ივანიშვილოო", ვაშაძეს თავიდანვე სხვა პოზიცია ჰქონდა - თაკო ჩარკვიანი

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანი გრიგოლ ვაშაძის ენმ-დან წასვლას გამოეხმაურა. თაკო ჩარკვიანის განსხვავებით, თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ გრიგოლ ვაშაძეს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა როგორც ის აღნიშნავს ენმ-ს ყოფილი თავჯდომარისგან განსხვავებით ოპოზიციაში არიან "ცრუპენტელებიც".

"გრიგოლ ვაშაძემ ნაცმოძრაობა დატოვა, მიზეზად არჩეული ტაქტიკა დაასახელა! 
ეს არის გრიგოლ ვაშაძის პოზიცია და უფლება!
არ არის სწორი მისი ლანძღვა, (განსაკუთრებით ამ პარტიის, ზოგიერთი წევრის და მომხრისგან) ის გაეცალა პროცესს ეს მისი ნებაა, პირველივე დღიდან მას სხვა პოზიცია ჰქონდა ( გვახსოვს მისი განცხადება, პარლამენტში სავარაუდო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით) განსხვავებით, ზოგიერთი "ცრუპენტელასგან", გულზე მჯიღს რომ, ირტყამდა "შენი მანდატი არ მჭირდება ივანიშვილოო", ასე, რომ განსხვავებული პოზიცია სხვა არის და "ცრუპენტელობა" სხვა.

გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი აზრი და ეს პოზიცია აქვს, ( არ არის მისი ლანძღვა სწორი) ის დიპლომატია პროფესიით - ეს მისი არჩევანია!"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. 

დღის ამბები