ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდამდე ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.
კარლ ჰარცელი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დიალოგი საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე გაგრძელდეს.
"ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, პარლამენტის გახსნის შემდეგ სხვა რეალობის წინაშე დავდექით. როგორც ფასილიტატორი, მზად ვარ ვიპოვოთ მხარეებს შორის შეთანხმება. შესაძლებლობების გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ეს იქნება რთული პროცესი. ვაგრძელებთ მათ დახმარებას. რთული სათქმელია, რა გამოვა აქედან, თუმცა არსებობს შანსი. რაც უფრო დაიხურება კარი, მით უფრო მეტად გართულდება გამოსავლის მოძებნა, მე არ ვარ მოსამართლე, მე ვარ ფასილიტატორი მხარეებს შორის.
რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამაზე შეშფოთებული, მე შეშფოთებული ვარ, როგორ აისახება ეს მოლაპარაკებების პროცესზე,"- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.