19 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ახლა რაც აქ ხდება, არის არაადამიანობა - ელენე ხოშტარია აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებზე

აფრიკის დასახლებაში, სადაც ადგილობრივები უკანონო მშენებლობების დემონტაჟს აპროტესტებდნენ, ვითარება ამ დროისთვის შედარებით დამშვიდდა. ტერიტორიას ტოვებენ როგორც სამართალდამცველები, ასევე მძიმე ტექნიკაც.

ადგილზე იმყოფება "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც აცხადებს, რომ კახა კალაძე თვითნებურად იძლევა მშენებლობის ნებართვას, მათ შორის თაბორის მთაზეც.

"კალაძე თვითნებურად აძლევს ნებართვებს მშენებლობაზე, მათ შორის თაბორის მთაზეც. აქ არის გაჭირვება, უამრავ ადამიანს აქვს აქ აშენებული, რადგან სახელმწიფოსგან არიან მიტოვებულები. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, მათ შორის გაჭირვებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით და ახლა რაც აქ ხდება არის ცხოველობა და არაადამიანობა,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები