თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ავარია გომის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
დაშავებულები ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლით არის აღძრული.