19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
"ყოვლად მოუთმენელი, უპასუხისმგებლო ქმედება"  - აფრიკის დასახლებაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

აფრიკის დასახლებაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეპიდემიის გამო, ისედაც დამძიმებულია სოციალური ფონი და ახლა უკანონო მშენებლობების დემონტაჟის დრო არ არის.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ხელისუფლების ქმედება უპასუხისმგებლოა.  

"ამ უმძიმეს პრობლემას, რომლის მხილველებიც დღეს ჩვენ გავხდით, აქვს ორი ასპექტი. ერთი არის წმინდა სამართლებრივი და ამ პრობლემას სჭირდება გლობალურად მოგვარება და გადაწყვეტა. არ შეიძლება ასეთი სადამსჯელო ღონისძიებებით გადაწყდეს.

როდესაც პანდემია მძვინვარებს, როდესაც არის ძალიან ცივი ზამთარი, ახალი წლის წინა პერიოდში, ვინმემ ამიხსნას, რა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, რომ ასეთი სადამსჯელო, ანტიადამიანური ღონისძიებები განეხორციელებინა თბილისის მერიას და ზედამხედველობის სამსახურს? ეს არის ყოვლად მოუთმენელი, უპასუხისმგებლო ქმედება,“ - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფიქრია ჩიხრაძე.

აფრიკის დასახლებაში იმყოფებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც მიმდინარე პროცესები მწვავედ გააკრიტიკა. 

"ეს არის ადამიანების ნაწვალები სახლების დანგრევა, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, უბრალოდ გამოათრიეს ეს ხალხი და მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" პირდებოდა მათ, რომ ყველას დაუკანონებდნენ თავიდან ბოლომდე, აი, ასეთი დაპირება იყო, მათ შორის იგივე მდგომარეობაა ჩემს ყოფილ სამაჟორიტარო ოლქში, ისანში, როდესაც ხალხს ჰპირდებიან დაკანონებას და შემდეგ არჩევნები სრულდება და ამ ადამიანებს ყურადღებას არავინა რ აქცევს,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.  

 

 

დღის ამბები