19 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
კორონავირუსის ახალი, აგრესიული ქვეტიპი - იქნება თუ არა ვაქცინა მის წინააღმდეგ ეფექტური

Covid-19-ის კიდევ ერთი ქვეტიპი გამოჩნდა. ვირუსის მუტაციამ, შესაძლოა, მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენოს. ლაბორატორიები ვირუსის ახალ სახეობას იკვლევენ. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც.

ბოლო მონაცემებით, ახალი შტამი ბევრად უფრო აგრესიულია და სიმპტომების სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა. ის ჯერ მხოლოდ ბრიტანეთში ფიქსირდება. ვირუსის ქვეტიპი იმდენად ახალია, რომ მასზე სპეციალისტებს დარწმუნებით საუბარი ჯერ უჭირთ.

მსოფლიო პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის არაერთი შტამი გამოვლინდა, თუმცა მათ არც საერთო სურათი და არც ვირუსთან ბრძოლის პროტოკოლი შეუცვლია. არ არის გამორიცხული, მნიშვნელოვანი ცვლილებები არც ამ შტამმა გამოიწვიოს.

ახალი შტამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები, შესაძლოა, არაეფექტური აღმოჩნდეს. ქართველი სპეციალისტების განმარტებით კი, ვაქცინაცია დიდი ალბათობით Covid-19-ის ყველა შტამისთვის ეფექტური იქნება.

დღის ამბები