აფრიკის დასახლებაში დილიდან შეკრება დაიწყო ადგილობრივმა მოსახლეობამ. ისინი ზარალს ითვლიან. ადგილზე შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომელთა შენობა-ნაგებობის დემონტაჟიც განხორციელდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ადგილზე მართალია თვითნებურად დასახლდნენ, თუმცა ამბობენ, რომ სხვა წასასვლელი არ აქვთ და მერიას დახმარების თხოვნით მიმართავენ.
"სადღაც ნახა თავისუფალი ადგილი, ააშენა. არ არიან მართლები არც ერთი მხარე, არც მეორე მხარე. გაფრთხილებები ყველას აქვს მეტ-ნაკლებად,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აფრიკის დასახლებაში მივიდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი.
"თუ არა სწორი პროტესტი, თუ არა სოლიდარობა, სხვა გამოსავალი ამ ადამიანებს არ აქვთ, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ არასამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო არ გვაქვს და შესაბამისად, ერთადერთი, რის უკანაც იხევს ხელისუფლება, ეს არის საზოგადოების პროტესტი,“ - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.