აფრიკის მოსახლეობის უშედეგო შეხვედრა გამგებელთან - ადგილობრივები უარს ამბობენ დახმარების იმ პროგრამაზე, რომლითაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სარგებლობენ.
გამგებელი მათ სთავაზობს, ინდივიდუალურად მოხდეს საკითხის განხილვა, ადამიანები დაკმაყოფილდებიან ფულადი კომპენსაციით, ან ქირით უზრუნველყოფენ. შეთავაზება მოქალაქეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
რამდენიმესაათიანი შეხვედრიდან გამოსულმა მოსახლეობამ თქვა, რომ არ მიუღიათ პირობა ტერიტორიების დაკანონებაზე, ამიტომ აქციას გააგრძელებენ. მოთხოვნებში მხოლოდ ტერიტორიების დაკანონება რჩება.
"როცა ადამიანი რაღაც გარკვეული დანაზოგებით რამეს აკეთებს, უნდა გააკეთო კანონიერი გზით," - აღნიშნა თბილისის სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ.
აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ შენობა-ნაგებობებში დენის, გაზის და წყლის შეყვანის უფლება მიღებული აქვთ.
"თავი დაგვანებონ რა, თავიდანვე ხედავენ იქ, რომ ბინები შენდება. მოდი და ორ ბლოკს რომ დადებს, მაშინვე დაანგრიე,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.