19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
გარკვეული შეზღუდვები საახალწლოდ უნდა დარჩეს, რომ გადავრჩეთ და მომავალი წელი ვიზეიმოთ მშვიდობიანად - მაია ზალდასტანიშვილი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი დაწესებული შეზღუდვების ეფექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ე.წ. ლოკდაუნი მოიხსნება, ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ გაიზრდება.

"ის, რომ იმაზე მეტი არ არის, რაც დღეს გვაქვს მაჩვენებელი, ეს უკვე მიღწევაა, ანუ იმაზე მეტი პაციენტის რაოდენობის აღრიცხვა არ ხდება, ვიდრე აქამდე იყო. რაც მეტი პაციენტი გაიტესტება, მაჩვენებელი მეტი იქნება, მაგრამ რეალობაში კიდევ მეტია მაჩვენებელი. თუ გაგრძელდება ე.წ. ლოკდაუნი, ალბათ 10 დღეში დავინახავთ შედეგებს. საახალწლოდ ველოდებით, რომ უფრო ხილული იქნება ეს შედეგი და შემცირდება გარკვეული რაოდენობა პაციენტების, თუმცა როგორც კი მოიხსნება ეს ლოკდაუნი, ისევ გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ამ ჯაჭვის გაწყვეტა ცოტა ძნელია.

ახალი წელი მოდის, მაგრამ ეს არ იქნება ჩვეულებრივი, ეს იქნება განსაკუთებული, ვერ ვიტყვი რომ სასიამოვნო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ავადმყოფი არის სახლში, ძალიან ბევრი წევს საავადმყოფოში, ბევრი ელოდება რომ დაინფიცირდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი და პომპეზურობას უნდა მოვერიდოთ. გარკვეული შეზღუდვები საახალწლოდ ალბათ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ გადავრჩეთ და მომავალი წელი ვიზეიმოთ მშვიდობიანად," - აცხადებს ზალდასტანიშვილი "დღის კურიერში" სტუმრობისას.

ზალდასტანიშვილის თქმით, მედპერსონალში საკმაოდ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობამ.

"სამწუხაროდ, გვყავს ინფიცირებული თანამშრომლებიც. საგრძნობლად გაიზარდა ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობამ. ჩვენ ვიყავით კოვიდინფექციის პირველი მიმღები, ანუ პირველად ჩვენ მივიღეთ, მაგრამ მოვიტანეთ თავი ისე, რომ ძალიან მინიმალური იყო აქამდე მედპერსონალში ინფიცირება ჩვენს კლინიკაში. დღეისათვის ამას უკვე ვეღარ ვიტყვით, თითქმის ყველა განყოფილებაში გყავს ინფიცირებული პერსონალი, მეც მოვხვდი ამ სიაში.ს

ხანგრძლივად უხდება პერსონალს ექსპოზიციის ქვეშ ყოფნა, ინფიცირებულ ადამიანთან ყოფნა და შესაბამისად გახშირდა პერსონალის ინფიცირება," - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

დღის ამბები