19 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ პანიკამ იკლო, მომართვიანობამ კი ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით დაიწია - ნინო კობახიძე

კლინიკების ქსელის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, შეზღუდვების ამოქმედებამ შედეგი გამოიღო და სწორედ ამიტომ, კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 4 ათასს არ სცდება. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

ნინო კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ საქართველო დღეს, ვირუსის გავრცელების თანაბარ ეტაპზე იმყოფება და  შეიძლება ითქვას, რომ არ არის ცუდი ის, რაც ამ ეტაპზე ხდება. 

"შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, განსაკუთრებით ამ კვირაში პანიკური სიტუაცია დამშვიდებულია, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ყოველდღე ვსწავლობთ ამ ვირუსის მართვას და უფრო გაწონასწორებულად და დინჯად მივყვებით. მნიშვნელოვანი ის, რომ პანიკამ შედარებით იკლო, მომართვიანობამ კი, ბოლო დღეების განმავლობაში, შედარებით, დაიწია. უნდა ვივარაუდოთ, რომ შეზღუდვებმაც დადო თავისი შედეგი. ეს არის იმის საფუძველი, რომ 25 000 ტესტირების მიუხედავად, დღეში 4 ათას შემთხვევას არ ვცდებით. დღეს, ჩვენ ვირუსის გავრცელების თანაბარ ეტაპზე ვიმყოფებით და შეიძლება ითქვას, რომ არ არის ის ცუდი, რაც ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირს," - აცხადებს კლინიკების ქსელის ”ჯეო ჰოსპიტალსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე.

დღის ამბები