თბილისში აფრიკის დასახლება, დღესაც ყურადღების ცენტრშია. გამგეობა, არასამთავრობოები, მედია - დღეს ყველა აფრიკის დასახლებაში იყო მობილიზებული.
შენობების დემონტაჟი არ განუხორციელებიათ, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობა და მოსახლეობა კვლავ ვერ შეთანხმდა.
უკანონო მშენებლობების მეპატრონეები მიწების დაკანონებას ითხოვენ, თბილისის მერი კი იმ პირების ჩამონათვალს ასახელებს, ვისაც სხვა უძრავი ქონება აქვს დარეგისტრირებული.
მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე შენობები უკანონოდ განათავსეს, თუმცა მძიმე ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით დახმარებას ითხოვენ და მიყენებულ ზარალზე საუბრობენ.