19 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების მეპატრონეები დღეს მორიგ აქციას გამართავენ

დღეს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების მეპატრონეები ისევ აქციას გამართავენ. ისინი მითვისებული მიწების დაკანონებასა და ადგილზე მშენებლობების უფლებას ითხოვენ. ასევე მათი მოთხოვნაა იმ პიროვნების გათავისუფლება, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა დაპირისპირების შემდეგ დააკავეს. 

მეპატრონეთა ნაწილი უკვე ადგილზე მივიდა. ისინი იმ სამშენებლო მასალების შეგროვებას ცდილობენ, რომელიც დემონტაჟის შედეგად გადარჩა. 

"იმის საფრთხე ისევ დიდია, რომ შესაძლოა მოვიდნენ და ისევ დაანგრიონ სახლები. დიდი აჟიოტაჟი რომ არ გამოიწვიონ, ეტაპობრივად დაანგრევენ, მერე იმასაც დაანგრევენ, სადაც ხალხი ცხოვრობს," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ავტორი: თამარ თათარაშვილი

დღის ამბები