ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ხვალ არასასურსათო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ შემოთავაზებებს მოისმენს.
როგორც თურნავა აცხადებს, მთავრობა ფრთხილად აკვირდება ინფექციის შემცირების ტენდენციებს და შესაბამისად, შესაძლოა, 24 დეკემბრიდან შეზღუდვები შემსუბუქდეს.
"24-დან მოსალოდნელია გარკვეული შემსუბუქება შეზღუდვების, თუმცა საზოგადოებაში არის ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი განწყობა. ყველა ხედავს, რომ ჩვენ უფრო მეტად ავიყვანეთ კონტროლქვეშ მეორე ტალღის გავრცელება და ჩვენმა ჯანდაცვის სექტორმაც უფრო შვებით ამოისუნთქა.
ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით ტენდენციებს, ხვალ მაქვს შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის სექტორთან და მოვისმენ მათგან, თვითონ რა პასუხისმგებლობას იღებენ თავის თავზე და როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს. ამის შემდეგ, კვლავ შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.