19 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელები დაბრუნდნენ

ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელები დაბრუნდნენ. თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა "მტკიცე მხარდაჭერის" მისია დაასრულა.

მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე დახვდა.

ასეული ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობდა და ქალაქ ქაბულში ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. 

დღის ამბები