19 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, წერილები, გადაწყვეტილი მაქვს წიგნად გამოვცე - ილია მეორე

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს წმინდა ბარბარეს დღესასწაული მიულოცა. 

როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, ღვთის გარეშე არაფერი ხდება და უფალს უნდა სთხოვონ, რომ სიმშვიდე იყოს.

"წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა, ქრისტიანული რწმენისა. პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის, აი დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხალხისა. ვფიქრობთ, ეს რაც ხდება დღეს, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა?! არაფერი ხდება ღვთის გარეშე, შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დალოცოს თვისი ერი. 
ითხოვდეთ და მოგეცეს, ეძიებდით და ჰპოვოთ, აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენის გამტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში და სულში და დარწმუნებულები ვართ ჩვენ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას. 

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები. არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები, რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს გამომიგზავნეთ მე. მე მაქვს გადაწყვეტილი, როდესაც შეგროვდება საკმარისი, გამოვცეთ წიგნად,"- აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

დღის ამბები