19 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ბიზნესთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რა მასშტაბის იქნება შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრის შემდეგ - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის შეჩერებული ზრდა მთავრობას მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

"ინფექციის შეჩერებული ზრდა მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს და სხვას არაფერს. ეს არ არის არანაირი შედეგი. ამით ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ იმაზე, რომ უკვე ცალსახად ინფექციის კლება გვაქვს. ამიტომ, შეიძლება იყოს შეზღუდვები მაქსიმალურად გაფართოებული. ძალიან ფრთხილები ვიქნებით ჩვენს გადაწყვეტილებაში.

მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკის სამინისტოს და ეკონომიკური გუნდის კომუნიკაცია ბიზნესთან, რომელიც დღეს, ხვალ და შემდეგ დღეებში გაიმართება. ასევე, აქ ჩართული არის შრომითი უსაფრთხოების სამსახური, რომელიც როგორც რეგულაციების კუთხით, ასევე შემდგომი კონტროლის თვალსაზრისით არის ამ პროცესში ჩართული. ბიზნესთან კომუნიკაციის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ რა მასშტაბის იქნება შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრის შემდეგ," - განაცხადა ტიკარაძემ.

დღის ამბები