05 სექტემბერი 2026,   17:50
ვრცლად
სწრაფ ტემპში საქმის შეწყვეტა იწვევს განცდას, რომ მათთვის თამარ ბაჩალიაშვილის საქმე არის დიდი პრობლემა - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

პროკურატურის მიერ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შეწყვეტა, ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატის განცხადებით, იწვევს განცდას, რომ ხელისუფლებისთვის ბაჩალიაშვილის საქმე პრობლემას წარმოადგენდა. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის ხაზით არ წარმართა.

"მათ დაიწყეს გამოძება თვითმკვლელობის მუხლით და დაასრულეს კიდევაც და ვერ გამოკვეთს ვერავის ბრალდება. საქმეზე არ იყო გამოძიება ჩატარებული როგორც ადამიანის მკვლელობა და შესაბამისად, ამ მოცემულობით, ვერც დაამტკიცებდნენ სხვა ვერაფერს, როგორც ჩანს. მათ იხელმძღვანელის დაბალი სტანდარტით, იხელმძღვანელეს ექსპერტიზის დასკვენებით, სადაც ალბათობის ხარისხში არის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და არ ცადეს, უფრო მეტად გამოეკვლიათ ფაქტები. არ არის ჩვენ კითხვებზე გაცემული პასუხები. გუშინ შემაჯამებელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ქალბატონი თეონა გაეცნობოდა კონკრეტულ მასალებს, წარვადგენდით სხვა მტკიცებულებებს და დაუსვამდა მათ კითხვებს, რაზედაც აქამდე პასუხი არ ჰქონდა მიღებული. ამ სწრაფ ტემპში საქმის შეწყვეტა იწვევს იმ განცდას, რომ მათთვის თამარ ბაჩალიაშვილის საქმე არის დიდი პრობლემა და ცდილობენ ამ საქმისგან გათავისუფლდნენ,"-აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.

დღის ამბები