04 სექტემბერი 2026,   10:37
ვრცლად
გურიაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

გურიაში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. ხანდაზმული მამაკაცი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეს მკვიდრია.  

გურიაში დღეს კოვიდინფექციის 59 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 21 ოზურგეთში, 27 ლანჩხუთში და 11 ჩოხატაურში დაფიქსირდა.

კოვიდინფექციის გამოვლენიდან დღემდე გურიის რეგიონში სულ 4086 შემთხვევაა დადასტურებული. აქტიურ პაციენტია 1 247, გამოჯანმრთელდა 2 799, გარდაიცვალა 41 ადამიანი.

დღის ამბები