ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე შევარდა და ამოტრიალდა.
არსებული ცნობით, მომხდარის შედეგად, ავტომობილის მძღოლია დაშავებული და ის კლნიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები.
"რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.