19 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
საბერძნეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სამსახურში შეუძლოდ გახდა და ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 

ქეთი წივწივაძეს ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების გამო 10 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ, ამავდროულად, მას კორონავირუსიც დაუდგინდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი დამძიმება გამოიწვია.

ოჯახს და ახლობლებს სურდათ, ცხედარი საქართველოში გადმოესვენებინათ. საქმეში ჩართული იყო, როგორც საქართველოს საკონსულო, ისე საპატრიარქო, თუმცა ბერძნულმა მხარემ კოვიდინფიცირების გამო ცხედრის გადასვენებაზე კატეგორიული უარი თქვა.

საბერძნეთში ამჟამად მოქმედი წესების თანახმად, ქეთი წივწივაძის ცხედარი კრემატორიუმში გადაასვენეს, სადაც მას კრემაციას ჩაუტარებენ.

დღის ამბები