2021 წელს ქალაქი ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მეათე საკონსულტაციო ფორუმს უმასპინძლებს. შეთანხმებას ხელი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა მოაწერეს. 2021 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე საერთაშორისო ფორუმს ქუთაისი უმასპინძლებს.
საკონსულტაციო ფორუმი წარმოადგენს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ქსელების ოპერატორების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ყოველწლიურ შეხვედრას ტურიზმის, მემკვიდრეობისა და კულტურის სფეროში.
იგი კულტურული მარშრუტების ღონისძიებების პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. საქართველო "ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების“ 27-ე წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა.