"ევროპა ნოსტრამ" ნარიყალა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დაასახელა.
თითოეული ძეგლი ევროპა ნოსტრას საერთაშორისო კომისიამ, რომელშიც გაერთიანებული არიან: არქეოლოგები, ისტორიკოსები და დარგის სპეციალისტები შეარჩია როგორც გამორჩეული კულტურული ღირებულების, ასევე, მის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი საფრთხის და მუდმივი მონიტორინგის საჭიროების მიხედვით.
შერჩევისას განიხილებოდა ძეგლების გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონე, საჯარო თუ კერძო სექტორის პასუხისმგებლობა და ძეგლის პოტენციალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
შერჩეული 12 ძეგლიდან, უკვე 2021 წლის მარტში გაირკვევა მოიპოვებს თუარა ნარიყალა ევროპული მემკვიდრეობის სტატუსს.