19 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ვცდილობთ, მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, გავითვალისწინოთ ადამიანების ჯანმრთელობა და ეკონომიკური ინტერესები - ნათია თურნავა

ექვს დღეში შეზღუდვები დროებით მოიხსნება. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სწორი და დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება, სადაც, როგორც ხალხის აზრი, ასევე - ეკონომიკური ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.

"გადაწყვეტილება, საბოლოოდ, მიღებული არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგების პოზიცია, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ. ვცდილობთ, მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, გავითვალისწინოთ ადამიანების ჯანმრთელობა და გავითვალისწინოთ ეკონომიკური ინტერესებიც,"- აღნიშნა ნათია თურნავამ.

შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამაზ რობაქიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია არაერთხელ განხორციელდა. 

"თბილისის მეტროს ყველა სადგური, ყველა ვაგონის დეზინფექცია ხორციელდებოდა ყოველ ღამე. ავტობუსებში დამატებით მძღოლისთვის უსაფრთხო ბარიერის დაწესება მოხდა,"-აღნიშნა თამაზ რობაქიძემ.

დღის ამბები