19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ჯანმოს გამოვუყავით დაფინანსება საქართველოს ლაბორატორიებისა და საავადმყოფოებისთვის - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს, ჰანს ჰენრი კლუგეს შეხვდა.

კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ჯანმოს გამოუყვეს დაფინანსება, რათა საქართველოს საავადმყოფოები და ლაბორატორიები შესაბამისად აღიჭურვოს.

"მიმდინარე პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის უზრუნველყოფილი პირდაპირი დახმარება წარმოადგენს.

ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გამოვუყავით დაფინანსება საქართველოს ლაბორატორიებისა და საავადმყოფოებისთვის, 2 მილიონზე მეტი ერთეული სამედიცინო აღჭურვილობისა და მასალების შესაძენად. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს სამედიცინო პერსონალსა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სხვა ჯგუფებს უზრუნველყოფს ტრენინგებით.

უახლოეს მომავალში ველოდებით ჯანდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, აგრეთვე, განვიხილავთ ვაქცინის უზრუნველყოფისა და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის გზებს.

ეს არ იქნება ადვილი, თუმცა, სხვადასხვა არხის მეშვეობით, აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს ამ კრიზისის დაძლევაში,"-აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები