რვა ადამიანი დაიღუპა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ჟანგბადის აპარატის აფეთქების შედეგად.
აფეთქება ქალაქ გაზიანთეფში, კერძო კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხდა, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ. გარდაცვლილები პაციენტები არიან. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.