მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენ.
ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.