19 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ვის გაუკეთებენ ვაქცინას პირველ რიგში - რისკჯგუფის განსასაზღვრად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

მაღალი რისკ-ჯგუფების განსასაზღვრად, რომელთაც კორონავირუსის ვაქცინა ყველაზე მეტად ესაჭიროებათ, სამუშაო ჯგუფი მუშაობს. 

განსაკუთრებული ყურადღება კი იმ ფაქტს დაეთმობა, რომ ვაქცინა უნდა იყოს აღიარებული და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს.

მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებთან საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიების ჩართულობით ხორციელდება.

ამასთან, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა განისაზღვროს ქვეყნისთვის მაქსიმალურად მისაღები სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინები, ქვეყანაში მათი შემოტანის გზები და სამიზნე აუდიტორია, რომელიც პირველ რიგში აიცრება.

დღის ამბები