19 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს - 20 დეკემბრიდან ე.წ. კოვიდ-განგაშის ახალი, მეოთხე დონის სისტემა "Tier Four" ამოქმედდება

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს.

საელჩოს განცხადებით, COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ. კოვიდ-განგაშის ახალი, მეოთხე დონის სისტემა "Tier Four" ამოქმედდება.

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ. კოვიდ-განგაშის ახალი, მეოთხე დონის სისტემა "Tier Four" ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:

აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით;
სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;
სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი და გასართობი იხურება;
პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ;
აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამი დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ "მხარდამჭერი წრის" წევრების მონახულება;
აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება," - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები