19 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე ისაუბრეს.

კერძო სექტორმა გამოთქვა სურვილი, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონსულტაციებს გააგრძელებს უწყებასთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით საგადასახადო შეღავათის დაწესებაზე, ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნეს სუბიექტებისთვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადებასა და სოციალურ დახმარებებზე.

"შეხვედრას ესწრებოდა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები და ასევე სასურსათო შეხვედრა იყო საკმაოდ საინტერესო, ნაყოფიერი და გავაგრძელებთ ამ ფორმატში მუშაობას იმ ყველა აქტუალურ საკითხზე, რაც აქვს დარგს," - განაცხადა ნინო კვეტენაძემ.

დღის ამბები