19 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
სამგორში მოსახლეობის ნაწილი მერიის მიერ უკანონოდ მიჩნეული სახლების დემონტაჟს თავადვე ახორციელებს

მოსახლეობის ნაწილი სამგორში საკუთარი ხელით ანგრევს იმ შენობებს, რომელიც თავად ააშენა. "კურიერთან" ინტერვიუში თემურ წერეთელი ამბობს, რომ მას და კიდევ მის რამდენიმე მეზობელს მერიიდან შეტყობინება მიუვიდა.

მამაკაცი ამბობს, რომ 2008 წლიდან მიწა დაკანონებული აქვს, თუმცა ახლა მერია მას ეუბნება, რომ სახლი დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს, რადგან მშენებლობა უკანონოა.

"აქ იყო საბჭოთა სამხედრო ქვედანაყოფების სანაგვე ტერიტორია, მერე ჩვენ მოვიყვანეთ ტრაქტორები, გავწმინდეთ, ქვეყანა ფული დავხარჯეთ. მერე გვინდოდა დამტკიცება, მიღება-ჩაბარების აქტი გვინდა აუცილებლადო და ამას ვინ მომცემდა, რუსი სამხედრო ხომ არ მომცემდა," - აცხადებს ერთ-ერთი სახლის მეპატრონე.

დღეს მერია კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მათ გასულ კვირას გაავრცელეს განცხადება და თქვეს, რომ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა და მოსახლეობას დემონტაჟი მოთხოვა. განცხადებაში მერია მიწის მიტაცებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამას ვერ დაუშვებს და უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ.

დღის ამბები