19 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
დემონტაჟის ახალი ტალღის მოლოდინში - აფრიკის დასახლებაში სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივები იყვნენ შეკრებილები

აფრიკის დასახლებაში სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივები იყვნენ შეკრებილები. მათი განცხადებით, ხვალიდან მერია დემონტაჟის ახალ ტალღას იწყებს. მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ გაფრთხილებას, რომელიც სახლების დემონტაჟს ეხება, არ შეასრულებენ.

სამოქალაქო აქტივისტების და უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნულმა პროცესებმა აჩვენა, როგორი მოსაწესრიგებელია საბინაო პრობლემა ქვეყანაში. აქტივისტები აცხადებენ, რომ ადგილობრივებს მარტო არ დატოვებენ და დემონტაჟს მათთან ერთად გაუწევენ წინააღმდეგობას.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ქალაქის მერიამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. მერიის განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 შემთხვევა გამოვლინდა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც.

დღის ამბები