19 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აქტივისტებთან ერთად მორიგეობას აწესებენ, რომ მძიმე ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცენ

გაგრძელდება თუ არა ხვალ აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟი - მოსახლეობა ამბობს, რომ მერიისგან მათთვის მიცემული ვადა იწურება, თუმცა არ აპირებენ გაფრთხილებას დაემორჩილონ. ადგილობრივები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად მორიგეობას აწესებენ, იმისთვის, რომ მძიმე ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცენ.

მერიამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ყველა შენობა, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ დგას, დემონტაჟს ექვემდებარება.

დღეს მთავარი თემა 8 წლის ბიჭის ისტორია იყო, რომელმაც სასამართლოს მიმართა და სთხოვა მისი საცხოვრებელი არ დაანგრიონ.

გიგი ჩანგელიას და მისი ოჯახის საკუთრების შესახებ დღეს განცხადება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომაც გაავრცელა. ირკვევა, რომ ჩანგელიების 5 სულიან ოჯახს, კომისიის გადაწყვეტილებით, ბინა ზუგდიდში ჯერ კიდევ 14 დეკემბერს გადაეცა.

დღის ამბები