19 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
გაიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან დიდი სავაჭრო ცენტრები და მოიხსნება თუ არა დროებით სხვა შეზღუდვები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

დღეს ან ხვალ უნდა გაირკვეს, გაიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან დიდი სავაჭრო ცენტრები და მოიხსნება თუ არა დროებით სხვა შეზღუდვები. სპეციალისტების აზრით შემთხვევათა შემცირების ტენდენციის ფონზე შეზღუდვების შემსუბუქებამ შესაძლოა მდგომარეობა ისევ დაამძიმოს, თუმცა საკოორდინაციო საბჭოში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობის გათვალისწინებაც.

ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან დახურულია სავაჭრო მოლები, ღია და დახურული ტიპის ბაზრები, შეჩერებულია მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ეპიდემიოლოგები ახალი წლის დღეებში შეზღუდვების მხოლოდ მინიმალურად შემსუბუქებას ემხრობიან.

კერძო სექტორში ამბობენ, რომ ეკონომიკის მინისტრთან ბოლო შეხვედრისას ის რისკები განიხილეს, რომლებიც რეგულაციების შემსუბუქების შემთხვევაში შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ჰყვებიან, მათ არ მიუღიათ გარანტია, რომ 24 დეკემბერს ეს შეზღუდვები აუცილებლად შემსუბუქდება. ისინი ელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილებას საბჭოს სხდომის შემდეგ, თუმცა დღევანდელი საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი მხოლოდ ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე კონსულტაციები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

დღის ამბები