19 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შტამის არა სიმძიმე, არამედ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი "დღის კურიერის" ეთერში კორონავირუსის ახალ შტამზე და ვირუსის სიძლიერეზე საუბრობს.

როგორც ზაზა წერეთელმა აღნიშნა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, მაგრამ საშიში არ არის.

"ვირუსის მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა და ესე ხდება ყოველთვის. სანამ ინგლისში ეს შტამი აღმოჩნდებოდა, კორონავირუსმა დაახლოებით 100-მდე მუტაცია განიცადა. ერთი თვის წინ ცხოველებში დაფიქსირდა დანიაში, შემდეგ ესპანეთში და ისიც მალე გაქრა. 

ერთადერთი განსხვავება,  ინგლისში აღმოჩენილ ვირუსთან დაკავშირებით,  ის არის, რომ რნმ-მ დიდი მონაკვეთი შეიცვალა და ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მარტივად აღწევს ადამიანის ორგანიზმში. 

გაერთიანებულმა სამეფომ ეს ყველაფერი სამი დღის წინ აღმოაჩინა, რასაც დააკვირდნენ ჯერჯერობით, მძიმე შემთხვევები არ არის. მხოლოდ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა და არა მისი სიმძიმე. გარდა ამისა, ოთხ ქვეყანაში აღმოაჩინეს კიდევ ეს ვირუსი, ახალი შტამია და ევროპის სხვა ქვეყნებშიც ეძებენ. მაგრამ, ჯერჯერობით, ამ სამი დღის მანძილზე არ იკვეთება სიტუაციის დამძიმება,"-აღნიშნა ზაზა წერეთელმა.

დღის ამბები