17 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
2021 წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია მასწავლებლის ხელფასის ზრდა, განისაზღვრა სპეცმასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა - მიხეილ ჩხენკელი

უმრავლესობის წევრები პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს, უსმენენ.

მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ 2021 წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასის ზრდა.

"მიმდინარე წელი გამოწვევებით იყო აღსავსე. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. 2021 წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია მასწავლებლის ხელფასის ზრდა, ასევე განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა," – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

ასევე დაისვა კითხვა კულტურის ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს თუ არა ამაზე აქტიური საუბარი და რამდენად პერსპექტიული იქნება ეს გადაწყვეტილება.

 

დღის ამბები