02 სექტემბერი 2026,   09:02
ვრცლად
ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკასა და მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს - ელისო ბოლქვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ სკოლებში მუსიკალური აღზრდა პროფესიონალურად უნდა დაინერგოს. ამის შესახებ ელისო ბოლქვაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

"ქართული ოცნების" დეპუტატები განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჩხენკელს უსმენენ.

"მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად. შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკასა და მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს," - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

დღის ამბები