19 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება დაშვებული იქნება

მაია ცქიტიშვილის თქმით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება დაშვებული იქნება. მისი თქმით, სავაჭრო ობიექტებში დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები, რომლის შესახებაც მან დეტალურად ისაუბრა. 

"24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაიცავენ ყველა იმ წესს, რომელიც ყველა იმ წესს, რომელიც არის დადგენილი დღეისთვის და მეტიც, ჩვენ ასევე კონსულტაციების შედეგად, ისევე როგორც ეპიდემიოლოგებთან ან უშუალოდ ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან, მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების დაწესების თაობაზე, რომელიც მეტად დაიცავს ჩვენს მომხმარებლებს სავაჭრო ქსელებში ვიზიტის დროს.

კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით. ამისთვის, მაღაზიების ფართის ყოველ 20კვ.მ-ზე დაიშვება არა უმეტეს ერთი მომხმარებლისა.

მაღაზიების როგორც შიდა და გარე სივრცეში უნდა მოხდეს რიგების მკაცრი მართვა, რათა იყოს დაცული ყველა ზომა.

ფასდაკლებები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს.

 ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იმუშავებენ, ამასთან, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს 1 თებერვლის შემდეგ.

სავაჭრო ობიექტებში იკრძალება კვების ობიექტები ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით, დაცული უნდა იყოს პირბადის ტარების წესი,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

დღის ამბები