19 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ორმა მსხვილმა თურქულმა ბანკმა, ე.წ. აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკურ ბარათების მომსახურება დაიწყო - ოკუპირებული აფხაზეთის არალეგიტიმური ეროვნული ბანკი

ოკუპირებული აფხაზეთის არალეგიტიმური ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ორმა მსხვილმა თურქულმა ბანკმა "იშბანკმა" და "ზირაათ ბანკმა" ე.წ. აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების - "აპრა ვორლდის" მომსახურება დაიწყეს.

როგორც განცხადებიდან ხდება ცნობილი, ოკუპირებული აფხაზეთის არალეგიტიმური ეროვნული ბანკის პლასტიკური ბარათი მიღებულია: რუსეთის ფედერაციაში, ბელარუსში, უზბეკეთში, სომხეთსა და ამიერიდან თურქეთში.

აღნიშნულ ფაქტზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საკითხს შეისწავლიან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მთავრობა შესაბამის რეაგირებას მოახდენს. 

დღის ამბები