"მაგთიკომი" მობილური სერვისი შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეფერხების აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
"მაგთიკომის" მომხმარებელთა ნაწილს მობილური სერვისი შეფერხებით მიეწოდება.
მიმდინარეობს ოპერატიული ტექნიკური სამუშაოები რათა უსწრაფესად აღდგეს სრულფასოვანი სერვისი. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.