19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ნაწილობრივ შემსუბუქებული, ნაწილობრივ კი გამკაცრებული რეგულაციები - რომელ სფეროს მიეცემა მუშაობის საშუალება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით

ახალი რეგულაციები ახალი წლის წინ - ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა, ნაწილობრივ კი გამკაცრდა.

24 დეკემბერს სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ. დიდი სავაჭრო ცენტრები 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით გაიხსნებიან. ახალი რეგულაციით, 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება. ამასთან, არ გაიხსნება ბაზრობები და მუშაობის საშუალება მხოლოდ აგრარულ ბაზრობებს ექნებათ. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, არ აღდგება საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. კომენდანტის საათი კვლავ შენარჩუნდება. ღამით გადაადგილების შესაძლებლობა მოქალაქეებს მხოლოდ ორჯერ - ახალ წელს და შობას ექნებათ.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ საღამოს 9 საათიდან სასტუმროების რესტორნებიც დაიკეტება.

მსოფლიო მასშტაბით რეგულაციების გამკაცრებისა და ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკის სტაბილიზაციის მიღწევის ფონზე შეზღუდვების შემსუბუქება მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით ახსნეს, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ უკონტროლო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიცვლება.

დღის ამბები